წუხილის ჟამი;


წუხილოს ჟამი:

დუმს საქართველო, ნაღველი ფარავს,
წარსულ დიდებას წაჰყვა ოცნება,
დროება ათოვს მიტოვებულ ყორეს
და ძველი სული შორს იკარგება.
​
წავიდნენ შვილნი, დაცარიელდა
მამა-პაპათა წმინდა ალაგი;
საკუთარ მიწის ლტოლვილთა სევდას
ჩუმად მიჰყურებს ძველი ქალაქი.
​
უცხო მიწაზე გადახვეწილებს
გაჰყვა სამშობლოს თბილი ხსენება;
დარდით დაღალულ მშობელთა თვალებს
ამ შორს ყოფნაში არ აქვს ჩვენება.
​
მავთულხლართები სერავენ მიწას -
მტერი გვართმევს და გვიყოფს მამულებს,
ვეღარ ვპოულობთ ძველებურ ფარს და
ეს უსუსურობა გულს კვლავ გვიდუღებს.
​
დგას გორგასლის და თამარის ჩრდილი,
ნანგრევებს ათოვს სისხლით ნაბანი;
მავთულებს მიღმა დარჩენილ სახლებს
გლოვით მოსაზღვრავს ზამთრის საბანი.
​
ქრება ნდობა და ქრება ერთობა,
გაუცხოების ნისლი დაგვათოვს;
სხვისი ომების ანაყოლ ქარში
ჩვენი ტკივილი აღარავის ახსოვს.
​
ნუთუ დასრულდა ნიჭი ამ ერის?
ნუთუ წყვდიადში ქრება იმედი?
დაგლეჯილ მიწას დასტირის გული,
მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ხვედრი.
​
მაგრამ მჯერა, კვლავ შეწყდება გლოვა,
გამოიღვიძებს ძველი გენია,
მზე საქართველოს თავზე ამოვა,
რადგან წარსულიც ასე ჰქონია..

ავტორი :ო.ზ.(უცნობი რომანტიკოსი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი