მახსოვს ზღვის ფერ თვალებზე ვწერდი:


*******
​მახსოვს, ზღვისფერ თვალებზე ვწერდი,
მახსოვს, ტალღებს ვატანდი სურვილს,
შენ იყავი სამყარო ვრცელი,
რომ მიკლავდი საუკუნო წყურვილს.

​ხან მშვიდი და ხან ბობოქარი,
იმ თვალებში ჩამეძირა ნავი,
ამიშალე ოცნების ქარი,
დამაკარგვინე მშვიდი თავი.

​მზის სხივები ოქროდ დნებოდა,
როცა მზერას მარიდებდი რიდით,
სულს ძველი სევდა ეცლებოდა,
შენს თვალებში ტალღებს რომ ვითვლიდი.

​ახლა მილულულა ის ტალღა,
სიჩუმეა და ნისლის დარდი,
ფიქრში ისევ ილანდები ახლა,
როგორც შორი და ლურჯი ვარდი.

​დრომ წაიღო ის ძველი დღეები,
ქვიშაზე ნაწერ სტრიქონებს გვანან,
დადუმდნენ მტირალი ხეები,
წარსულის აჩრდილებს რომ ჰგვანან.

​მაინც მახსოვს, იმ თვალებზე ვწერდი,
გრძნობა დღესაც ტალღასავით ღელავს,
შენ დარჩები ჩემი დიდი ხვედრი,
რომელიც გულში ვარსკვლავად ელავს..

უცნობი რომანტიკოსი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი