ღამის აკორდი:


ღამის აკორდი:

გადაფერმკრთალდა ზეცის კალთები
და ღრუბლებს მიღმა მოსჩანს ნათება,
სულს კვლავ ეძახის შორი აჩრდილი
და ძველი დარდი კვლავ განახლდება.
​შორიდან ისმის ჩუმი აკორდი,
როგორც ლოცვა და ნაზი გალობა,
ღამის სიჩუმეს ჩუმად მიჰყვება
შეუცნობელი ზეცის წყალობა.
​ცისფერ ნისლებში ნელა ეცემა
სიზმრად ნახული სულის ჩვენება,
მთვარის შუქზე და მინის ბურუსში
დაღლილი ლანდი უხმოდ ჩვენდება.
​მთვარემ გაშალა ვერცხლის ფრთები და
მთელ სამყაროსკენ ჩუმად იხრება,
ამ უსასრულო, წმინდა ნათებით
მთელი ეს სევდაც  ნელა გალდება.
​ქარი არხევს და ჩუმად ატოკებს
სიზმრად განვლილი გზების ნაკვალევს,
დაღლილი სული ცისკენ მიისწრაფს,
რომ შეეგებოს შორეულ ვარსკვლავს.
​და როცა ნელა მიწყდება ექო,
ისევ ბრუნდება შორი ნათება,
გადაფერმკრთალდა ზეცის კალთები
და ბნელი ღამეც ნელა თენდება...

26,07,2026,ავტორი,ო,ზ(უცნობი რომანტიკოსი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი