***


*****
ღამეა... წვიმს და შორიდან მიხმობს
უცნობი ტბების ლურჯი ზმანება,
მონატრება მკლავს ეს ქარიც იტყვის,
და ცის ცრემლებად ჩამოქანება.

​ისევ ნისლებში ეხვევა მხარე,
ისევ ატირდა ფანჯრის მინაზე
შემორჩენილი ფერმკრთალი მთვარე
და შენი ლანდის უცხო სინაზე..

23,07,2026,ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი..

კითხულობს ,თი..🌹🫡

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი