დეკა;
დეკა: ქარმან აიშვა აფრები, მთებს გადაუარა მძვინვარედ, ეგ შენი ეშხი ჩემს გულში მოედინება მდინარედ. კლდეზე ამოსულ ნორჩ დეკას ვერ დაამონებს ზამთარი, ეგ შენი სახის ნათელი გულს მიზის, როგორც ლამპარი. მთად გადმოფრენილ შავარდენს მკერდს უგლეჯს ქარი მალია, შენი ფარული ტრფიალი ჩემი სულისთქმის ალია. კლდენი შესცქერიან ხეობას ამაყად, ურყევ ნებისა, ჩვენს სიყვარულსა ვერ დაშლის სუსხი სამყაროს ვნებისა. 01,12,2019,ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი