სულიერება


სლულიერება;

ჩემს ტკივილებს ეპატიებათ დარდით დაღლა და გარდაცვალება,
რადგან უკვე გადაიარეს ყველა ქარი და ყველა ცვალება.
სულმა ჩუმად მიიძინა და აღარ ითხოვს პასუხებს, შველას,
სურს, რომ სიჩუმეს ჩაეხუტოს და აპატიოს ამ ქვეყნად ყველას.
​ახლა სიჩუმემ გადაიარა დაღლილი გულის ყველა ვედრება,
წყნარად მიჰყვება ბნელი აჩრდილი და წარსულს რჩება ყველა ხსენება.
სულს აღარ აფრთხობს ბნელი ღამე და აღარც შორეულ ქართა ქროლება,
სიზმარს ჩაბარდა მწარე ტკივილი და სიზმრად იქცა მთელი ცხოვრება.

20,07,2026 ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი