ღამის ქარაგმები:


ღამის ქარაგმები:

​ჩემი მონატრება ღამის ქარაგმებით,
ფიქრში გაცოცხლებულს ვალსს გეცეკვები,
ჩუმი სასოებით, ნაზი იმედებით,
სულში ჩაკარგული ხმით გეფერები.
​ზეცით ჩამოღვრილი ნაზი ვარსკვლავებით,
სულში დანამული სევდით გელოდები,
შენი შორეული სახის გაელვებით,
ღამის საიდუმლოდ კვლავ გეახლები.
​შენი შორსმავალი გზების ბილიკებით,
სულში ჩაკეტილი დარდით ვიცრემლები,
თეთრი გვირილების ჩუმი ნაბიჯებით,
ისევ სიყვარულის ცეცხლით ვიფერფლები.
​ღამის სიჩუმეში, ნაზი ქარაგმებით,
ფიქრში აცეკვებულ ჩრდილებს ვედარები,
ჩემი მონატრებით, ჩუმი იმედებით,
ღამით სიზმარში მოსულს შენ გეფერები.

16,07,2026,ო.ზოიძეუცნობი რომანტიკოსი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი