ფირრთა როიალი:
ფიქრთა როიალი ფიქრთა როიალზე მოსჩანს მხოლოდ თეთრი კლავიშები და სულის ბაღში ჭკნებიან უნაზესი კამელიები. ასე სათუთად, გრძნობით და პოეზიით თავს ვევლები და მე მაშინებენ შემოდგომის ყვითელი დღეები. წვიმის წვეთები ასკდებიან ფანჯრებს, როგორც ნოტები და ატირებულ კლავიშებზე სრიალებენ თითები. ამ ბუნდოვან გზებზე მარტო, უმისამართოდ მივყვები იქ სადაც ოცნებების ნამსხვრევებად ყრია ფოთლები. სადღაც შორს ქრებიან გაზაფხულის ის თბილი დღეები და ამ სევდიან მელოდიას აჰყვა ჩემი ფიქრები... ისევე მჯერა, რომ ამ ზამთარს, თოვას გადაურჩები და ჩემს გულში მუდამ იყვავილებენ კამელიები. 04,07,2026,ო.ზოიძეუცნობი რომანტიკოსი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი