გვირილის ბოლო ფურცელი:
გვირილის ბოლო ფურცელი: გვირილის თეთრი, ნაზი ფურცლები სიყვარულს ჩუმად მიმკითხავებენ, წვიმის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს შენი ღიმილით აფერადებენ. შორს, სადღაც ქარი აურევს ფიქრებს და ნაფურცლავებს ნაწვიმარ კვალზე, შენი თვალების ნაცნობი სხივი სულს მიაფიცხებს უცნაურ ალზე. და ყოველი დღე, შენით დაწყებული, ამ გაზაფხულებს დაემსგავსება, თითქოს გვირილის ბოლო ფურცელიც მხოლოდ „უყვარვარ“-ით აღესრულება. 05,07,2026,ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი