იხუცესი ამბანი;


უხუცესი ამბანი:

​მამულო ჩემო, დიდებით სავსევ,
შენ ხარ მომავლის წმინდა იმედი,
შენს ლამაზ მიწას სიცოცხლით ავსებ,
შენთან არს ჩემი სული და ხვედრი.
​
შემოვიარე შენი ველები,
შენი წარსულის ვნახე დიდება,
აქ აჟღერებულ მგოსანთა ხმებით
შენი სახელი კვლავ გაბრწყინდება.
​
შენი ტაძრების ძველი კედლები
წმინდა ლოცვებად გულში გუგუნებს,
აქ დაემსხვრათ მტრებს იმედები,
შენ კი სცილდები შორ საუკუნებს.
​
ვერ დაგამონა ვერცერთმა ქარმა,
სისხლით ნამკალი მიწა ცოცხლდება,
ვერ დაგაჩოქა მზაკვარმა შხამმა,
შენი ნათელი მაინც ბრწყინდება.

​მესმის შენს ტყეში ნიავის ქროლვა,
სადაც ჩანჩქერის არის გრიალი,
აქ დასრულდება სევდა და გლოვა,
არწივთა ფრთების ისმის შრიალი.
​
აქ ხომ ყოველი გოჯი მიწისა
ჩვენი გმირების სისხლით ნაბანი,
სიმტკიცე არის ქართულ ფიცისა
და უხუცესი ჩვენი ანბანი. 

14,03,2025.ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი