ფიქრების ფრენა სველ ხეივანში


ფიქრების ფრენა სველ ხეივნებში:

შემოდგომისა მესმის მელოდია, ფოთოლთა ცვენა,
მწუხარე ფიქრი, როგორც ოცნება, ნისლში ანათებს,
ამ მიტოვებულ, სველ ხეივნებში ფიქრების ფრენა
კვლავ ძველებურად აგვიანებს ცივ განთიადებს.

​ჩემო შორეულო! მიმქრალ სანთელს ჰგავს ბნელი საღამო,
წლები მიქრიან, მარტოობისგან ნელა ვილევი,
ამ უცხო მხარეს, სევდის საუფლოს, სული საწამო,
შემოინახავს მხოლოდ ამ წარსულს ჩემი თვალები.

​ეს არის ჩემი გზა, ხეტიალი, ბედის განაჩენი,
მორჩილ ნოემბერს, როგორც ერთგულ ძმას, ისე ვეგებები,
წარსულ დღეებიდან მხოლოდ ეს ფიქრი დამრჩენია -
შენი ღიმილი მკრთალ სახეზე,ის ნაზი დღეები.

29,10,2025,ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი