ბაღში გეთსიმანიის


ატირდა ბაღი გეთსიმანიის
და აქვითინდა ღმერთში მოკვდავი,
ცრემლად სდიოდა  ცოდვა და ლალვა
და განსაცდელი კარზე მომდგარი.

ტიროდა კაცი! ტიროდა ღმერთიც!
...და საიდუმლო ევქარისტია
- ალი ზვინებზე დაცემულ მეხის-
სწვავდა იუდას საღვთო მისტიკა!

შეწუხდა ღმერთი, ღალატით, გმობით_
მუხლისთავებთან  მიწა კვნესოდა...
თიქოს ზეციდან ცრემლს ღვრიდნენ გობით,
რომ იმ საღამოს ღმერთი კვდებოდა!

იყუჩა ზეცამ,  შეიკრა სუნთქვა 
ღამემ გაყიდულ უფლის ხელებთან!
ო , რა უშფოთვლად სთვლემდა აისი
იმ მწუხრზე ზეთისხილის ხეებთან!

სტანჯავდა ღმერთში კაცის ბუნებას
სხეულის გვემა, ხორცის არყოფნა!
კაცში კი უფალს, ეკლის გვირგვინის
ავაზაკთ შორის ,კლავდა გაყოფა!

ტიროდა ბაღი გეთსიმანიის,
მშობელს შესთხოვდა ღმერთი დანდობას...
ო, რა ძნელია , ჯვარს გაცვან ღმერთი
და კვლავ ინებო მკვდრეთით აღდგომა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი