წვიმაა ზღურბლთან
სად შევხვდებოდი წვიმას, რომ არ ეწვიმა გუშინ? სად შევხვდებოდი წვიმას რომ არ მწვეოდა სულში... დიახ, მესტუმრა წუხელ სალამი მითხრა კრძალვით გადმოაბიჯა ზღურბლზე , ფრთხილად მიხურა კარი. ჩამოჯდა ბუხრის გვერდით შეიშრო სველი ტანი შემომცქეროდა დიდხანს მერე დახარა თავი. და ასე უხმოდ იჯდა დიახ, ჯიუტად დუმდა. მე მელეოდა ძალა, რამე ეამბო მსურდა. ბოლოს გააღო ბაგე, მოჭუტა ორივ თვალი ჩაიღიმა და მკითხა გეგმა თუ მქონდა ხვალის. მე დავიმორცხვე , ვუთახარ ალბათ დავსვრიდი ფუნჯებს და ჩემს ტილოზე ზეთის დავაყენებდი გუბეს. მერე მომიჯდა გვერდით მხარზე მომეყრდნო დუნედ, რამოდენიმე ხანი ვდუმდით და ვგავდით მუნჯებს... ადგა , გამომდო მკლავი, წინ გვედო გრძელი ღამე. უცხო წვიმა და ქალი ვეხეტებოდით სავლეთს, წვიმდა ქუჩებში, სკვერში მე მეცვა ლურჯი კაბა, წვიმა მეყენა გვერდში არ გვეტყობოდა დაღლა... მივუყვებოდით აღმართს, გზებზე შეფენილ ვერხვებს კისკისითა და ცეკვით ზედ ვაპკურებდით წვეთებს. ვერ ვიფიქრებდი, ვერა , რომ გავუშვებდი ხელებს... წვიმდა ... დილამდე წვიმდა... წვიმდა ჟინით და ფერებს ზეცა ტილოზე შლიდა... მქონდა ფუნჯი და ზეთი, ღმერთი ალიონს თლიდა... ტკაცატკუცობდა შეშის მზეზე გამხმარი კანი, ეწებებოდნენ მოლბერტს უცხო წვიმა და ქალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი