“ჩანაწერი 0.759”
ე.წ ჭეშმარიტი სიყვარული აბოსლუტური სიყვარულია რაც ზუსტი ტოლია სიძულვილის. ე.ი წყალი არ გაუვა იმას რომ სიყვარული სიძულვილია. რა ხდება სიკეთის და ბოროტების,ბედნიერების და უბედურების,სიხარულის და ურვის შეფარდებისას?! ამ ყველაფერს ნიჰილიზმამდე მივყავართ სადაც გასხივოსნებული კამუ,ბუკოვსკი,ნიტჩე და სხვა დიდი სულები გვხვდებიან. და ჩვენ,უბრალონი,ხორცის გალიაში ნებით თუ უნედბლიეთ გამომწყვდეულებმა,რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ აბსურდოზმის წინააღმდეგ?! გვსურდეს რომ აზრი მივცეთ ამ ყველაფერს,დავწეროთ თუ დავხატოთ თუ რაიმე სხვა სახის გამოხატულებით ვგმოთ ეს უაზრობა თუ ქრისტეს აზრის წინ წავიდეთ და თავი მოვიკლათ?! შევასკდეთ უდიდეს კლდეს ყველაზე დიდი სიჩქარით მიმავალნი?! უნდა გვინდოდეს საერთოდ ეს ე.წ გასხივოსნება თუ დავკმაყოფილდეთ იმით რომ როგორღაც ჩვენს დღევანდელობაში მოვახერხეთ გამოგვემუშავრბინა “მე”?! ბუდა კი ამბობს: გსურდეს არაფერი. და ეს ერთი შეხედვით უმარტივესად გასააზრებელი სიტყვები ძალიან რთულია რეალიზებაში მოიყვანო მითუმეტეს მაშინ როდესაც რაღაც გააზრებულად გსურს.გსურს რომ სრულდე. ტაო ძი კი ამბობს: თავად არაფერიც კი არ გსურდეს. წერას ვწყვეტ და ვფიქრობ.. მე ხომ ახალს არაფერს ვწერ?! ეს ყველაფერი სახელმწიფოების თავკაცებიდან დაწყებული ფრანგი თუ ქართველი ფერმერების ჩათვლით ყველას აქვს გააზრებული?! მე თუ ვხედავ უაზრობას და ვანიჭებ მას ჩემს საკუთარ აზრს რათა ცხოვრებაშივე მივაღწიო ჩემს “სამოთხეს” და სიმშვიდეს,ბუდას თუ ქრისტეს და ამისთვის ჩემში მოდის გარე სამყაროს კანონების დარღვევა,მაშინ რატომ მიზღუდავენ ხორციელ თავისუფლებას თითქოს და სულიერი პატიმრობა არ იყოს საკმარისი?! რატომ არ მოდის მსოფლიო იმ ერთ უბრალო აზრზე ერთიანად რომ ვიცხოვროთ ისე,როგორც სათითაოდ გაგვიხარდება?! საკუთარ სამოთხისკენ მიმავალ გზას,შენ რატომ გიხერგავს შენი სახელმწიფო დოგმებით და ე.წ მორალის ლექციებს გიკითხავს სასამართლოზე?! ახლა კი თუ რომელიმე “smart mouth” ამას კითხულობს,რომელსაც საკუთარი “მე”-ც კი არ გააჩნია რაღა თქმა უნდა ვერ მოერევა თავის სიმცირეს და დაებადება პატარა გონებაში ასე ვთქვათ “დიდი შეკითხვები” როგორებიცაა: “და თუ ყველას ექნება თავისუფალი ნება და საშუალება ის გააკეთოს რასაც მოისურვებს განა არ იქნება ქაოსი?!” “განა დისბალანსს არ გამოიწვევს ყოველი მოქმედებით საზოგადოება სამყაროში?!” განა კანონები,წესები და ფესვებიდან წამოზრდილი მორალი არ არის გზა სიმშვიდისა და რეალური სამოთხისკენ?!” პასუხი კი თქვენ,ვისაც ეს შეკითხვები დაგებადათ: და თუ არსებობს სიცოცხლე გარდაუალია სიკვდილის არსებობაც ისევე როგორც ეშმაკის თუ არსებობს ღმერთი,მორალისტებო და ცისარტყელაზე მორბენალ ბაჭიებზე მადევრებო თუ არსებობს დისბალნსი გარდაუალია ბალანსის არსებობაც! ბუნება არავის,ხაზგასმით საერთოდ არავის არ მისცემს ნებას ბალანსის დარღვევის და შესაბამისად ყოველი ადამიანი თუ უბრალიდ ინტელექტის მქონე არსება მისი ნებისმიერი ქმედებიბით “საერთოში” თავის მოხვეჭილ წილს დებს რომელიც რეალურად თავისი კი არა,ბუნების არის. ეს ყველაფერი დაწერილია დიდი ხნით ადრე და ვერც “რჩეული” ერი/ერები ვერ შეცვლიან ამას და საერთოდაც,შენ მხოლოდ იმიტომ გქვია “რჩეული” რომ ბუნებამ გადაწყვიტა ასე და რაღათქმაუნდა დროებითად. ებრაელების,ბერძნების და სხვა ერების ყვავილობა დაწერილი ბუნების მიერ ძალიან ძალიან ბევრი საუკუნით ადრე ხოლო ახლა რომ ღმერთის კრისტალიზების პროცესით არიან დაკავებულნი,ღმერთის რეალიზების იდეით გატაცებულნი დიდ კრახს იგემებენ მისიის ბოლოს. ყველა სულით ე.წ მეამბოხეს ვინც თვლის ამ აბსურდიზმის მიღების შემდეგ რომ თავისი ნებისმიერი იდეა ღირებულია რეალიზებისთვის და მიისწრაფვიან თავისი სტილით თუ არსებით ყოფას მივმართავ: იყავით თამამად! თქვენი გრძნობები არ ცდებიან თუმცა გრძნობების ანალიზმა თუ გამოტანილმა დასკვნამ შეიძლება შეგაცდინოთ და იყავით დაკვირვებით! მხოლოდ თქვენი თქვის დაკვირვება თუ ჩაკვირვება იქნება საკმარისი თქვენი სურვილების სრულფილებაში მოყვანისთვის. რახან სურვილები ვახსენე,ჩემებურად განარტვასაც ვალდებულებად მოვიკიდებ და ორიოდე სიტყვით ვიტყვი,მხოლოდ მათთვის ვისაც საკუთარი “მე” არ გააჩნია რადგან ვისაც კი გააჩნია მან იცის რომ სურვილი გარესამყაროს ზემოქმედების შედეგია ქვეცნობიერზე რომელიც მოძრაობაში წარმოიქმნება ისევე როგორც სხვა ყველაფერი. ეს “თქვენი” სურვილი რეალურად სამყაროდან მოდის და ჭეშმარიტად თქვენი არასდროს არ არის ან სხვანაირად რომ გითხრათ,თქვენ უფრო ხართ თქვენი სურვილის საკუთრება ვიდრე ის თქვენი და ეს პარადოქსული აბსურდია ან პირიქით აბსურდული პარადოქსი. არც თქვენი ფიქრებია თქვენი ფიქრები და არც თქვენი ოცნებებია თქვენი ოცნებები ისევე როგორც თქვენი მეუღლე არ არის თქვენი მეუღლე. იცხოვრეთ ისე როგორც “თქვენ” ისურვებთ ანუ უფრო ზუსტად ისე,როგორც სამყარო ისურვებს და ყოველი ადამიანი პოლიტიკური ლიდერი იქნება ეს,ბიძაშვილი თუ სხვა თუ შეეცდება რომ თქვენი ეს გამოხატულება რომელიც სამყაროს ერთგვარი ინდოვოდუალური გამოხატულებაა,უკუაგდოს ან რაიმე გზით შეეცადოს შეზღუდოს - გაანადგურეთ და ამაში მთლიანი აბსოლუტი თქვენს გვერდით იქნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი