Ვხატავდი
Მე დიდი ხანი ვხატავდი შენს თავს Ბნელი ოთახის ერთ ბნელ კუთხეში, Აქ შენი თავი შენს თავს აღარ ჰგავს Ახლა შენა ხარ ცოტა უხეში. Ასეთად ჩემი ხელები გხატავს Უხეშს შენ ჩემი ნახატი გაჩენს, Ჩემი თვალები ბრმა არის თუმცა Შენს სილამაზეს სულ მუდამ ამჩნევს. Ხოდა მითხარი თუ რა აზრი აქვს Როგორს დაგხატავ.. Ნაზს თუ სევდიანს, Ნახატი ათას წელსაც იცოცხლებს Მაგრამ მხატვრები მაინც კვდებიან. Მაგრამ ათასი წელი, რომ გავა Შენს სახლთან ისევ მოვალ ფუნჯებით, Კვლავ შენს დახატვას, რომ დავაპირებ Ნუ გაიკვირვებ, ნუ დამუნჯდები. Ასე დავხატავ ჩემს ბოლო ნახატს Და მისი მუზა კვლავ შენ იქნები, Შენი თმა, შენი მწვანე თვალები Დაღლილი მკერდი, ნაზი თითები. Მერე ახალი ათასი წელი Კვლავ შეითხზვება ჩვენზე მითები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი