Მომინდა


Მომინდა შენთვის მეკოცნა ყელში
Მერე ლოყაზე, მერე ნიკაპზე...
Მერე დამემხო ვარსკვლავთა ჯარი
Მეკურთხებინა მეფედ მერე მზე.

Მერე კიდე აქ, დედამიწაზე
Შენ დაგადგავდი დედოფლის გვირგვინს,
Შენ შენს მშვენებას და სათნოებას
Მთელ დედამიწას მოჰფენდი ირგვლივ.

Დილით კი შენი სათუთი ხმით და
Მწვანედ ელვარე შენი თვალებით,
Აინთებოდა ჩემში ხანძარი
Და ჩაუქრობი ვნების ალები.

Მერე არასდროს დასრულდებოდა 
Ჩემი შენდამი ტრფობის სურვილი, 
Და მე კი ალბათ მოვკვდები მაინც
Შენთვის ბაგეზე კოცნის წყურვილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი