Არ მინდა
Არ მინდა შენგან მოვისმინო ცივი სიტყვები Ფუჭი სიტყვები, ყველაფერზე ცივი უარის, Არ მინდა შენგან, რომ ვიღებდე ყველაფერ ნაკლებს Ან უფრო ცუდი, იმ ნაკლებზე კიდევ უარესს. Არ მინდა შენგან შორს ვიყო და მენატრებოდე Ყოველ უშენო დაღამებას სევდა მიპყრობდეს, Არ მინდა შენი მონატრება გულს მიღონებდეს Ან უფრო ცუდი, უარესი ამ გულს მიპობდეს. Მიპობდეს რაღაც უხილავი, ბასრი დანებით Რომ ჩემი გული შენსას ისევ ვერა სწვდებოდეს, Არ მინდა ცას, რომ ერთი მაინც მოსწყდეს ვარსკვლავი Ან უფრო ცუდი, უარესი ყველა სწყდებოდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი