***
Შენი გაქცევები, ჩემი დადევნება Ნეტა რა ვერ იქნა, რით ვერ დაილია, Ჩემში სულ მუდმივი შიში, დანებება Ირგვლივ უსასრულო, მძიმე დუმილია. Უკვე აღარ არის უკან დასახევი Აღარც წინ სავალი რაიმე სივრცეა, Უკვე იმდენია მკვდარი, დასამარხი Რომ ახლა ჩვენს გარშემო მხოლოდ სიმცირეა. Მხოლოდ ღამე დარჩა, ისიც ისე გრძელი Რომ ალბათ საუკუნე აღარ გათენდება, Სულ ორჯერ ვიხილე შენი სილამაზე Და სულ მენატრება, მუდამ მახსენდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი