Დავაბრუნებდი


Დავაბრუნებდი უკან ყველა დღეს
Დასაბრუნებელ მიზეზს ვერ ვხედავ,
Დაგიკოცნიდი მხრებზე დაყრილ თმებს
Თუმცა მე Ბრიყვი, კვლავაც ვერ ვბედავ.

Ვერ ვბედავ შენი წმინდა სხეული
Ცოდვით და სისხლით ისევ შევმოსო,
Მერე მრავალჯერ გითხრა უარი
Შენი თვალები ცრემლით ავავსო.

Თუ დიდი ხანი ვიყავი გიჟი
Არად ვაგდებდი შენს არცერთ ტანჯვას,
Და შენთან ერთად გავლილ ყოველ წამს
Მხოლოდღა ვთვლიდი მე დროის ხარჯვად.

Ახლა ამდენი გვალვების შემდეგ
Ჩემს ყველა წუთში ვხედავ შეცდომას,
Მე აღარ ველი უკვე კარგ შედეგს
Თუმც შენგან მაინც ვითხოვ შენდობას.

Და პატიებას რომელსაც ალბათ
Შენგან ვერასდროს ვერ ვეღირსები,
Ასე მოვკვდებით სულით ბინძურნი
Არაკაცები და უღირსები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი