Სხვას მე როგორ დავემსგავსო


Სულში ნისლი ჩამოწვა და
Სულის ყველა ნაწილს ბურავს,
Თუ ღმერთი გწამს, მო მაკოცე
Მაკოცე ნუ მეტყვი უარს.

Თორემ ისე წყვდიადია
Სიბნელეა ირგვლივ ისე,
Ვეღარც შენს თვალებს ვერ ვხედავ
Ვეღარც შენს ნაკვალევს მივსდევ.

Ვტკეპნი ასე, ამ ერთ ადგილს
Სხვა ახლა არ შემიძლია,
Რაღას ვნახავთ აწი ადვილს
Თუ ყველაფერი ძნელია.

Ძნელია თან ისე ძნელი
Რომ ყველაფრის სურვილს ვკარგავ,
Სხვას მე როგორ დავემსგავსო
Როცა ჩემს თავსაც არ ვგავარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი