Რას ფიქრობ, გგონია სულ გადამავიწყდი?
Რას ფიქრობ, გგონია სულ გადამავიწყდი? Სული ემსგავსება მთის ფერდებს, ნათოვარს Ხო, მე უშენობას ყოველდღე განვიცდი Არც შენზე ფიქრებმა მე აღარ დამტოვა. Ახლა წვიმს, ქუჩებიც სრულიად სველია Წვეთები ხმაურობს, ფანჯრებზე დაცემით, Იცი თუ როგორი რთული და ძნელია Ტკივილის ატანა იმ შენი გაქცევით. Გული ვერ იშორებს ღამ-ღამით აჩრდილებს Სულ შენ მელანდები და სულ მეჩვენები, Მოდი დამიბრუნდი, მოდი და მიშველე Მოდი სანამ გავხდი მეც თავად მოჩვენება. Მოდი მენატრები, მინდა გვერდში მყავდე Მინდა ლაპარაკი შენთან ყველაფერზე, Მინდა სანამ ბაღში ატმები, რომ აყვავდეს Მანამ მოგეფერო მხრებზე დაყრილ თმებზე. Მერე მწვანე თვალებს, მთელ დღეს ვუყურებდი Ნუთუ დამიშლიდი, ან ამიკრძალავდი? Რატომ დამირღვიე სულში მყუდროება Თითქოს შენ არ იყავ სიყვარულს, რომ მძალავდი. Ახლა დამიტოვე ირგვლივ სიშავთეთრე Ჩემთან არ არსებობს ახლა სხვა ფერები, Იცი ეს ეჭვები სულ გულს მიშანთავენ Ნუთუ რაც წახვედი სულ სხვას ეფერები.?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი