***
ათ წერილს მოგწერ,ათიდან სამს ვრცელს მეათეს შვიდი წლის გასვლის შემდეგ, როცა გავიყოფთ ჩვენ ერთ სარეცელს შენ ცხრა თვის შემდეგ იხილავ შედეგს. იხილავ შედეგს ცხადზე უცხადესს ყოვლად სარწმუნოს,ყოვლად უტყუარს, და მიმამსგავსებ ალბათ მე ჰადესს შენს შვილზე მკითხავ,რომ შენი თუ არს. მე გიპასუხებ რომ ის შენია რომ ჩემიცაა,რომ არის ჩვენი, მე გეტყვი კარგო ნუ გეშინია ეს ჩვენი ბედის არს განაჩენი. და მერე მკერდიც აგიკვირტდება რომ გეყოლება შვილი სათუთი, შენ მერე ბევრი დაგაკვირდება იქნება სადმე ამის საბუთი. რადგან არასდროს დაგტოვებს ეშხი ეშხი აქამდეც შენი თანმდევი, აჰა კლდე, კლდიდან მე გადავეშვი და დავასრულე ჩვენი ტანდემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი