ათასი ბნელი წელიწადი


როცა გაივლის ათასი წელი,
და ათასჯერ გავა ცხოვრება -
ქარიანსა და ავდრიან ღამით
დაბრუნდებიან
როცა იგივე წვიმის წვეთები,
იქნებ წანწალით მოვიდეს ძაღლი
და სასაფლაოს შეაფაროს
სველი ბეწვი და სველი ფრჩხილები

და ერთხელ კიდევ მინდობილმა
ცხოველურ ინსტინქტს
კუდის ქიცინით გაქექოს მიწა
და დაგვირღვიოს თავშესაფარი,
ხომ შეიძლება?
ხომ შეიძლება, მისმა თათებმა 
ამოგვიტანონ სარდაფებიდან
და ჩვენი თხეელი და თეთრი ძვლები,
ისევე, როგორც იმ საღამოს -
ათას წლის წინათ,
ერთხელ კიდევ შეხვდნენ 
ერთმანეთს?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი