შეცდომებისკენ მიმავალი გზები
დაე, გახსოვდეს ყოველთვის, როცა მეგობარს კოცნი, ან შეყვარებულს ემშვიდობები, ან შვილს აცილებ სკოლაში, ბაღში, თუ სამსახურში - მას ემუქრება მთვრალი გამვლელი ან - ცოფიანი ძაღლი ქუჩაში, ემუქრებიან ცუდი მძღოლები - ფერგადასული საღებავი გადასასვლელზე ან მწვანე შუქის დაგვიანება, და სულ ახალი ავტობუსიც ან ძველი მეტროს გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მას ემუქრება დიზენტერია ან - დაუდევრად გაყვანილი წვრილი სადენი ესკალატორის მოაჯირის ქვეშ ემუქრებიან უჯრედები უმიზეზოდ რომ განაგრძობენ გაყოფასა და გამრავლებას, რის შედეგადაც სხეულს სიმსივნე უვითარდება და რომ ისევ ვართ, გეფიცები, ეს სიყვარულის ახსნაცაა, მაგრამ, გახსოვდეს - როცა შორდები მას ემუქრება შემთხვევითი კრიმინალი ანდაც, ვარსკვლავთა განაწყენება დაე, გახსოვდეს, რომ ყოველ ჯერზე უნდა შეგეძლოს მათ უმნიშვნელო არსებობას უთხრა, მშვიდობით,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი