იქნებ შეიცვალოს ყველაფერი
მარტი, საყურე და გულდაწყვეტა და შენი ძველი წერილებით სავსე უჯრები, ვერასდროს შევძლებ მათ გაღებას, მათ გახსენებას, საკმარისია ვიცოდე, რომ აქვე არიან, გადაიქეცი რაც დამიზნებულ რევოლვერად, ღია ჭრილობად, მე მირჩევნია ახლოს მყავდე და ვერ გხედავდე, რა გაეწყობა, მე ასეთი ვარ, ათი წლის წინ დაკარგულ კატას დღემდე ვუცდი და ვუნახავ საწოლს, რა გაეწყობა, მე ასეთი ვარ ყველაფერში, მთელი ცხოვრება ზარს ველოდები,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი