კენჭების გამოტოვება


როგორ მიყვარხარ,
როცა თაფლისფერ კარადას აღებ,
როცა თმებს იშლი,
ალაგებ ოთახს,

როცა მუხლებზე გიდევს გაზეთი,
როცა წუხანდელ სიზმარს მიყვები,
როცა ჩემს პირველ ლექსებს იხსენებ,

შენ ლამაზი ხარ -
როცა არსებობ ჩემ გარშემო
და უფრო მეტად -
როდესაც სახლში
არ შემიძლია შენი დანახვა,

როგორ მიყვარხარ,
მე ათასი წლის სიცოცხლე მინდა,
შენ რომ აღარ ხარ
და გულმოკლული
დავიარები,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი