მერი ოლივერი - როდესაც მოვა გარდაცვალება
როდესაც მოვა გარდაცვალება მშიერ დათვივით - შემოდგომაზე, როდესაც მოვა გარდაცვალება და საფულიდან ჭრელ მონეტებს ამოალაგებს რათა, იყიდოს ჩემი სიცოცხლე და საფულის საკეტს დაკეტავს, როდესაც მოვა გარდაცვალება როგორც წითელა. როცა სიკვდილი ბასრ ბეჭებს შორის ამოიზრდება აისბერგივით. მსურს ვაბიჯებდე ინტერესით სავსე კარებში. გაკვირვებული: რა ხდება ნეტავ იმ ბნელ ოთახში? შესაბამისად, ყველაფერს ძმურად და დურად ვუცქერ. და დროს ვაფასებ, როგორც იდეას, და მიმაჩნია მარადისობა კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობად. და მე მგონია ყველა სიცოცხლე არის ყვავილი. საერთო, როგორც მინდვრის გვირილა და ამავე დროს - გამონაკლისიც. ყველა სახელი, არის მუსიკა ჩვენს ბაგეებზე და ისე, როგორც ყველა მუსიკა - მიდრეკილია გაჩუმებისკენ. ყველა სხეული, ლომებივით შეუპოვარი, რაღაც ძალიან ძვირფასია დედამიწაზე. და როცა იგი დამთავრდება, მინდა ვფიქრობდე: გაოცებით გათხოვილი პატარძალი ვიყავი-მეთქი. საქმრო ვიყავ-თქო, სამყაროს რომ მკლავებში იქცევს. როცა დადგება დასასრული, არ მსურს ვნაღვლობდე შევქმენ თუ არა ჩემი სიცოცხლით რაღაც ძალიან ნამდვილი და უნიკალური... მე სულ არ მინდა ვიყო მაშინ მგლოვიარე... შეშინებული... ან სავსე - მყარი არგუმენტებით... არ მსურს უბრალოდ დავამთავრო ამ სამყაროს მონახულება. მთარგმნელი _ ო.ბიწაძე. ======= "When death comes" When death comes like the hungry bear in autumn; when death comes and takes all the bright coins from his purse to buy me, and snaps the purse shut; when death comes like the measle-pox when death comes like an iceberg between the shoulder blades, I want to step through the door full of curiosity, wondering: what is it going to be like, that cottage of darkness? And therefore I look upon everything as a brotherhood and a sisterhood, and I look upon time as no more than an idea, and I consider eternity as another possibility, and I think of each life as a flower, as common as a field daisy, and as singular, and each name a comfortable music in the mouth, tending, as all music does, toward silence, and each body a lion of courage, and something precious to the earth. When it's over, I want to say all my life I was a bride married to amazement. I was the bridegroom, taking the world into my arms. When it's over, I don't want to wonder if I have made of my life something particular, and real. I don't want to find myself sighing and frightened, or full of argument. I don't want to end up simply having visited this world. BY Mary Oliver.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი