ელა ვილერ ვილკოქსი - დანაკარგი
შენ მიმატოვე შემოდგომისას, სუსხმა რომ მწვანე შეღება შუქი, შემოსა თრთვილით, ქალურ თოვლისა და ქარი ყინვას მალავდა უბით. შენ გაუყევი ბილიკებს სხვაგვარს, ვერც დარჩებოდი, ციოდა რადგან. შენ მოითხოვდი ამინდებს მზიანს სანამ სამხრეთის უშვილო ქარი, ზამთრის საყვირებს მისცემდა ნიავს და აავსებდა ჩიტების ბანით. მოაფხიზლებდა მთვლემარ გაზაფხულს, კვლავ რომ ეცოცხლა წყაროს დაზაფრულს. მე ვნახე ზამთრის სინაცრისფერე თითქოს დანაკარგს გრძნობდა ბუნებაც, გულში კი ამდენ ლოდინის მერე ვთქვი: გაზაფხული რომ დაბრუნდება, გაიფურჩქნება მთებზე ყვავილი, დაგვიბრუნდება, უკვე ჩავლილიც. და გორაკებზე ხავსი და კორდი ამ გაზაფხულის არის განგება, დღემდე შემომრჩა წუხილის ლოდიც, და ჩემი გული კი არ წყნარდება, არამედ ცრემლით დაგეძებს კვალად, შენ დაბრუნებას დამპირდი, განა? სად ხარ ძვირფასო? ღამით თუ დღისით დაგეძებ მაგრამ დავშვრი ამაოდ, ხალხმა საფლავზე დამიდო თითი, მითხრეს: "აქ არის ვინც გიყვარდაო." თუმც შენი კვალიც არ სჩანს სრულებით და მე მათ სიტყვებს ვერ ვერწმუნები. ნეტავ ვით მიგცე სრულ დავიწყებას, შენი ნაბიჯიც აღარსად მესმის. დასანანია თუკი მინდვრებმა შენს გულზეც უნდა გაიდგან ფესვი. ეგ ხმაც, შაშვისას რომ ჰგავდა მართლა, არ მჯერა თუკი მიწყდა და გაქრა. შენი ოქროს თმის ვიყავ მხილველი მაგ კულულისკენ ვიწევდი გეშით, მაგრამ ყვითელი მზეთა სხივები ნათელ ფერებად ჩამადნა ხელში. და შუქჩრდილებით დაცინგვას ჰგავდა მაგ აბრეშუმის ნაწნავის ფარდა. შენი ლანდი, კვლავ თვალებში მეცა, ახლოს მოსვლას მანიშნებდა თითით, მაგრამ ხელში შროშანიღა შემრჩა, მონაქროლი, ზღვის გამთოშავ ზვირთით. შენი კვალიც აღარ იყო არსად, ნუთუ მათი მინიშნება ახდა? ერთხელ სიმღერის ხმაც მომწვდა ყურთან და მორაკრაკე მუსიკის ცეცხლმა ტანი ხალისით ამივსო სულ მთლად, გულმა ზეიმით დამიწყო ფეთქვა. და გულს რომ ვუთხარ: ვიპოვეთ, გასწი! ვერცხლისყელიან ხმა შემრჩა შაშვის. და როცა თვალი შენს ნაკვთებს ვკიდე ვილტვოდი შენკენ ღრმა სიხარულით, მაგრამ ვიხილე, მომდგარმა კიდეს, მხოლოდღა ვარდი, მიმოცვარული. ო, სიყვარულო, გარდახვედ ედემს, და ვფიქრობ უკვე, არც მატყუებდნენ. მთარგმნელი _ ო.ბიწაძე. ========= “Lost” You left me with the autumn time; When the winter stripped the forest bare, Then dressed it in his spotless rime; When frosts were lurking in the air You left me here and went away. The winds were cold; you could not stay. You sought a warmer clime, until The south wind, artful maid, should break The winter's trumpets, and should fill The air with songs of birds; and wake The sleeping blossoms on the plain And make the brooks to flow again. I thought that the winter desolate, And all times felt a sense of loss. I taught my longing heart to wait, And said, 'When Spring shall come across The hills, with blossoms in her track, The she, our loved one, will come back.' And now the hills with grass and moss The spring with cunning hands has spread, And yet I feel my grievous loss. My heart will not be comforted, But crieth daily, 'Where is she You promised should come back to me? ' Oh, love! where are you? day by day I seek to find you, but in vain. Men point me to a grave, and say: 'There is her bed upon the plain.' But though I see no trace of you, I cannot thiink their words are true. You were too sweet to wholly pass Away from earth, and leave no trace; You were to fair to let the grass Grow rank and tall above your face. Your voice, that mocked the robin's trill, I cannot think is hushed and still. I thought I saw your golden hair One day, and reached to touch a strand; I found but yellow sunbeams there - The bright rays fell aslant my hand, And seemed to mock, with lights and shades, The silken meshes of your braids. Again, I thought I saw your hand Wave, as if beckoning to me; I found 'twas but a lily, fanned By the cool zephyrs from the sea. Oh, love! I find no trace of you - I wonder if their words were true? One day I heard a singing voice; A burst of music, trill on trill. It made my very soul rejoice; My heart gave and exultant thrill. I cried, 'Oh heart, we've found her - hush! ' But no - 'twas the silver-throated thrush. And once I thought I saw your face, And wild with joy I ran to you; But found, when I had reached the place, 'Twas a blush rose, bathed in dew. Ah, love! I think you must be dead; And I believe the words they said. BY Ella Wheeler Wilcox.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი