ხორხე ლუის ბორხესი - კიდევ რომ შემძლებოდა


კიდევ რომ შემძლებოდა ხელმეორედ გამელია ჩემი ცხოვრება,
ამჯერად, უფრო მეტი შეცდომების დაშვებას ვეცდებოდი.
არ მოვინდომებდი უნაკლო ადამიანი ვყოფილიყავი.
ვიქნებოდი მეტად ლაღი
და მეტად სავსე ყველაფრით - ვიდრე ვარ ახლა...
სინამდვილეში, უფრო ნაკლებ რამეს მივიტანდი გულთან,
უფრო ნაკლებ მოწესრიგებული ვიქნებოდი,
ნაკლებად ფრთხილი...
ვიმოგზაურებდი მეტად,
უფრო მრავლად ვნახავდი როგორ ჩადის მზე,
უფრო მეტი მთის მწერვალზე ავიდოდი,
უფრო მეტ მდინარეს გადავცურავდი,
უფრო მეტ ისეთ ადგილს ვნახავდი - რომელიც წინათ არასოდროს მინახავს,
უფრო მეტ ნაყინს და ნაკლებ ლობიოს მივირთმევდი,
და უფრო მეტი რეალური პრობლემა მექნებოდა - ვიდრე ჩემს მიერვე გამოგონილი მაქვს.
მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი,
ვინც ფრთხილი და ნაყოფიერი ცხოვრებით ცხოვრობს
და ასეთია მისი სიცოცხლის ყოველი წუთი,
რათქმაუნდა, ჩემს ცხოვრებშიც იყო სიხარული,
მაგრამ, უკან დაბრუნება რომ შემძლებოდა,
ყველაფერს გავაკეთებდი, რათა უფრო მეტი კარგი მოგონება მქონოდა.
თუ შენ არ იცი, სიცოცხლის ჭეშმარიტი არსი,
ახლა ნუ კარგავ მას!
მე ის ადამიანიც ვიყავი, ვინც არასდროს არსად დადის თერმომეტრის, თბილი წყლით სავსე ბოთლის, ქოლგისა და პარაშუტის გარეშე.
ხელმეორედ რომ შემეძლოს ვიცხოვრო - უფრო მსუბუქად გავიდოდი სახლიდან,
ხელმეორედ რომ შემეძლოს ვიცხოვრო - გაზაფხულის დამდეგიდან, შემოდგომის მიწურულამდე უფრო მეტად ვივლიდი ფეხშიშველი,
აქეთ-იქეთ უფრო მეტად ვირბენდი ბორბლებიანი კალათებით,
მეტ მზის ჩასვლას ვნახავდი და გაცილებით მეტად ვითამაშებდი ბავშვებთან.
კიდევ რომ შემეძლოს, ხელმეორედ გავიარო ცხოვრება... - მაგრამ,
ახლა 85 წლისა ვარ უკვე,
და მე ვიცი, რომ ვკვდები...


მთარგმნელი _ ო.ბიწაძე.

=======

"If I could live again my life,
In the next – I’ll try,
- to make more mistakes,
I won’t try to be so perfect,
I’ll be more relaxed,
I’ll be more full – than I am now,
In fact, I’ll take fewer things seriously,
I’ll be less hygienic,
I’ll take more risks,
I’ll take more trips,
I’ll watch more sunsets,
I’ll climb more mountains,
I’ll swim more rivers,
I’ll go to more places – I’ve never been,
I’ll eat more ice creams and less lima beans,
I’ll have more real problems – and less imaginary ones,
I was one of those people who live
prudent and prolific lives -
each minute of his life,
Of course that I had moments of joy – but,
if I could go back I’ll try to have only good moments,
If you don’t know – that’s what life is made of,
Don’t lose the now!
I was one of those who never goes anywhere
without a thermometer,
without a hot-water bottle,
and without an umbrella and without a parachute,
If I could live again – I will travel light,
If I could live again – I’ll try to work bare feet
at the beginning of spring till the end of autumn,
I’ll ride more carts,
I’ll watch more sunrises and play with more children,
If I have the life to live – but now I am 85,
- and I know that I am dying …"

BY JORGE LUIS BORGES.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი