წარმოსახვა


მუზა ამიფრინდა, რითმი გამიფრინდა,
დღეს ისევ გიხილე ბედად,
როცა დაგინახე ფიქრი გაირინდა,
გულს, კვლავ მოეფინე სევდად.

ნუთუ ისევ ისე, დიდი არაფერი,
მხოლოდ ფიქრში გიგრძენ ჩემად,
როგორ მინდოდა, ფერით ყველაფერი,
შენთვის მომეხვია ყელად.

შენ ისევ სახლში ხარ, მე კი კვლავ წავედი,
კვლავაც გადვიქცევი მზერად,
როცა ისევ გნახავ, ხელს აღარ გაგიშვებ,
თვალზედ დაგადნები ცქერად.

ახლაც ვიგრძენ შენი, თვალთა ელვარება,
ნაზი ღიმილებით ფიქრთა გაელვება,
ტუჩის ნაზი ნაკვთი, გულის მღელვარება,
ჩემი ბაგე შენსას, კრძალვით ეპარება.

01.04.2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი