ხატიას
ლამაზიაო თვალები შენი, ქვეყნად ბევრისთვის უთქვამთ, მაგრამ სულ სხვაა, თვალები მწველი, რომელიც მიკრავს სუნთქვას. ბევრი სიკეთე და სიყვარული, მოუმადლია უფალს, ჩვენ ერთნი ვართო,ერთი ოჯახი, შენს თვალებს ბევრჯერ უთქვამს. როგორც ლამპარი ღამის წყვდიადში, ანათებს ჩვენთვის ქუჩას, ისე კაშკაშებ ჩემს ცხოვრებაში, როცა წუხილი მხუთავს. ზოგჯერ ნაბიჯი გადამიდგია, არც ისე სწორად, მრუდად, მაგრამ ყოველთვის, შენი იმედი, თავზე მეფარა ქუდად. ამას ვინატრებ, ერთად ვიაროთ, მთელი ცხოვრება მუდამ, შენი თვალების ალერსი მათბობს, მათ ვეფერები ჩუმად. მიყვარხარ ძლიერ და მეყვარები, შენა ხარ ჩემი სუნთქვა, ლამაზიაო შენი თვალები, მხოლოდ შენ გეტყვი მუდამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი