მარტივი ლოგიკა (ეძღვნება ჩემს ლურჯთვალება მეუღლეს) :))


ცა ცისფერია, ზღვა კიდევ ლურჯი,
ტილო რომ შექმნა გჭირდება ფუნჯი,
ტყე ხომ მწვანეა, ხასხასა ფერის,
ჩემი გული კი, შენს ნახვას ელის.

ცისარტყელა ლამაზია,
სურვილების ჩაფიქრებას შველის,
ძვირფასი ქვა ალმასია,
გული, ისევ შენთან ყოფნას ელის.

შორი გზა ხომ დამღლელია,
მოკლე კიდევ მოსაწყენი,
დამათენდა შენს ლოდინში, 
დამჭირდება მოსაცდელი.

თოვლის ფიფქი თეთრია,
წვიმა კიდევ სველი,
მზე ლამაზად ანათებს,
მე, შენს ნახვას ველი.

ყველაფერი ასე ხდება, 
დედამიწა ბრუნავს,
ჩემი გული ასეთია,
შენს ნახვაზე ზრუნავს.

04.04.19

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი