პირველი შეხვედრა


რომ დაგინახე, გული ამევსო, 
ლამაზი მზერით თვალი მომჭერი,
შენი ლამაზი ღიმილისაგან
დავიბენი და შარა მოვჭერი.

ვიფიქრე ნეტავ შეიძლებოდეს,
ეს გოგო ჩემად გარდიქმნებოდეს,
მის უცხო ნაკვთებს და ლამაზ თვალებს,
ჩემს გულში ბინა დაედებოდეს.

მერე ვიცეკვეთ, ხელი მოგხვიე,
შემდეგ ხელსახოცს ყუა მოვხიე,
გთხოვე მოგეცა ნომერი შენი,
სახეზე ალბათ მეცვალა ფერი.

ახლა ერთად ვართ,ჩემი მზე-რა ხარ,
ჩემი გულისთქმის წარმოჩენა ხარ,
მინდა გაკოცო ლამაზ თვალებზე,
შენ ხომ ამ ბიჭის აღმოჩენა ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი