გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან
მინდა მყავდეს გოგონა დედასავით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას სიყვარული მამასი. თუ ოდესმე ღვთის ნებით მეც მეყოლა გოგონა, ჩემი სუნთქვა იქნება, ჩემი ჭიაკოკონა. თუმც არ მქვია მშობელი, მეც მიყვარან ბავშვები... მათთვის ყველგან ყოველთვის უთქმელადაც დავშვრები. ცრემლებჩამდგარ თვალებში ცრემლებს კოცნით მიშრობენ, ბავშვებისთვის წყალობას შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს. მინდა მყავდეს გოგონა შვლის ნუკრივით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას ერთგულება მამასი. თუ მეყოლა გოგონა, მას დავარქმევ მარიამს... გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან. ოთარ რურუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი