დაგელოდები წყაროსთან


ლექსს კითხულობდი... გისმენდი,
ზარივით რეკდა შენი ხმა,
არც ზღვისფერი და მზისფერი,
შველივით მომნუსხველი ხარ.

დავეწაფები წყაროს წყალს,
როგორც ქორბუდა ირემი...
დაგელოდები წყაროსთან,
არ მოხვალ? გადავირევი!

მსურს მკლავზე გადაგიწვინო,
შენ - მომირჩინო წყლულები,
მერმე გინდ სულშიც იწვიმოს,
აღარ ვინაღვლებ სრულებით.

ლექსს კითხულობდი... გისმენდი,
ზარივით რეკდა შენი ხმა,
არც ზღვისფერი და მზისფერი,
შველივით მომნუსხველი ხარ.

დავეწაფები წყაროს წყალს,
როგორც ქორბუდა ირემი...
დაგელოდები წყაროსთან,
მოხვალ? არ გადავირევი!

მე გრძნობას ვეღარ დავმალავ,
გვნახოს, შეშურდეს ბარეორს,
როცა მოვკვდები, ალალად,
,,შენს მიწას მიმაბარეო“.

ოთარ რურუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი