დაგელოდები იმ მთის წყაროსთან
გავიდა კიდევ ერთი წელი და გაიყოლია ძველი დარდები! ღვინით დაგლოცავ საწნახელიდან, რომც არ გიყვარდე, შეგიყვარდები! ხარ მომნუსხველი შველივით, თვალებს ნაბავ - შემდგარი წინაპართ კვალზე... ნეტავ მას, - ვისაც შენ შეიყვარებ და მაგ დალალებს დაუფენ მკლავზე! მინდა გაჩუქო სულ ერთი კოცნა, (პოეტის კოცნა უყვართ ლამაზებს), დაგელოდები იმ მთის წყაროსთან, ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე. არც ფშაველი ვარ, არცა ხევსური, თუმც ჩემიც არის მთების ნაჟური... მსურს რომ შემასვა წყალი ხელსურით, ვჭექო სიმღერა გარიჟრაჟული. მოვიდა კიდევ ერთი წელი და წაიყოლია ძველმა დარდები! ღვინით დაგლოცავ საწნახელიდან, რომც არ გიყვარდე, შეგიყვარდები! ხარ მომნუსხველი შველივით, თვალებს ნაბავ - შემდგარი გმირების კვალზე... ნეტავი იმას, - ვინც შეგიყვარებს და გადაგიწვენს ერთადერთს - მკლავზე! ოთარ რურუა 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი