0 4

წიგნი რუსთველის


თერთმეტ ნოემბერს - დედაჩემის დაბადების დღეს,
მე კიდევ ერთხელ წავიკითხე წიგნი რუსთველის.
,,ვეფხისტყაოსნით“ სიყვარულით თრობას ვეღირსე,
თუმც მაწევს სევდა გულზე ყველა შინმოუსვლელის.

თერთმეტ ნოემბერს - დედაჩემის დაბადების დღეს,
მე კიდევ ერთხელ წავიკითხე წიგნი რუსთველის...
გზაა სავალი საქართველოს წარმატებისკენ,
ქართველი ერის ბიბლიაა, - მარად უცვლელი.

ოთარ რურუა
კომენტარები (0)