ვიქტორია, ვიქტორია...
ვიქტორია, ვიქტორია, სულ გვახსოვდეს ისტორია, რომ ,,ძლევაი საკვირველი“ ქვეყნად მხოლოდ დიდგორია. გაუმარჯოს პატრიოტიზმს, ის ამ ლექსის არსი არის, დიდი არის გამარჯვება შამქორიც და ბასიანიც. ვიდრე გვიძგერს მკერდქვეშ გული, დავულოცოთ მიწას უბე... დავით მეფეს, თამარს, სოსლანს, ის გელათი, ეს დიდუბე. ვიქტორია, ვიქტორია, მსურს დავწეროთ ისტორია, ჩვენც დავტოვოთ ჩვენი კვალი, დავაფასოთ ვინც გვყოლია. დავუკოცნოთ მშობელს კალთა, მოვურჩინოთ მოყვასს წყლული... და ვიაროთ სიკვდილამდე საქართველოს სიყვარულით. ოთარ რურუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი