ქრისტე აღსდგა საქართველოვ!


ქრისტე აღსდგა საქართველოვ!
ხარ უთქმელი ტკივილი,
როგორ მინდა გაგამრთელო,
გესმას სისხლის ყივილი.

შუბლზე გცხია მირონი და
ღმერთმა მოგცეს წყალობა,
რომ ისმოდეს ილორიდან
სიყვარულის გალობა.

გაფასებ და გაფასებდი,
თქმა ლექსებით მჩვევია,
ჩვენი არის აფხაზეთი,
სამაჩაბლოც ჩვენია.

ქრისტე აღსდგა საქართველოვ!
ხარ უთქმელი ტკივილი,
გულით მინდა გაგამრთელო,
გესმას სისხლის ყივილი.

ოთარ რურუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი