ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე
ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე, შორენაა თუ ვარდისახარი?! მივჩერებივარ, ვით არსაკიძე, ვგრძნობ: მიქარწყლდება დარდი - სახადი! ვხედავ იმ ქალის შეხსნილ საკინძეს, მას სავსე მკერდი მიუგავს მთვარეს... და ისე ვაქებ, ვით არსაკიძეს, ანდა შორენას შვლის ნუკრის თვალებს. ჰეი, მწყურია მდედრის ალერსი, როგორც მთის წყალი დაჭრილ ირმის ჯოგს... სიყვარულისთვის მინდა ავლესო ხმალი... მის ღალატს სიკვდილი მიჯობს... გავჩენილიყავ ნეტავ ძველ დროში, მე ამ ქვეყანას მთლიანს ვნახავდი! მინდა ვიცხოვრო საქართველოში და მოვიხადო ჩემი სახადი! ოთარ რურუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი