დედა


დედა! - უთბილეს ამ ერთ სიტყვაში
მთელი სამყარო ეტევა თითქოს,
ხარ პირნათელი შვილის წინაშე,
მინაწილებდი შენს კუთვნილ სითბოს.

ნეტავ იცოდე: მჭირდები როგორ
შენი ორივე ძუძუთი გაზრდილს,
მწამს: თუ ოდესმე მეყოლა გოგო,
არც ის შეარცხვენს მის ქართულ მანდილს.

ისე მაკლიხარ, ვით უსინათლოს
თვალისჩინი ან ობოლს - ნუგეში,
მინდა მნათობმა გზა გამინათოს
და თეთრი მტრედი მეჯდეს უბეში.

ვარქმევ ამ ლექსს იმ ერთადერთ სიტყვას,
რომლის წარმოთქმაც ხშირად მიწევდა...
იმისი ყველა სურათი მიყვარს,
ვინც თავის ხელით აკვანს მირწევდა.

ცრემლები მაღრჩობს, ჩემი გამზრდელი
ზეცის მკვიდრია... მიიღო ღმერთმა,
დავდივარ მარტო, როგორც გრანელი
და როცა წავალ, ვიქნებით ერთად.


ოთარ რურუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი