სოკრატეს აფორიზმები


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: იუმორისტული
25 ივლისი, 2026

სოკრატეს აფორიზმები 

ცოლი თუკი შეგხვდა „ვეძმა“,
მოგინდომა უფროსობა,
ვერ გიშველა მასთან ბღენძვამ,
- იწყე ფილოსოფოსობა!

მაგრამ თუ არ შეგხვდა ავი
და ვერ მოუძებნე ნაკლი,
შეიქნები თეთრი ყვავი,
ემგვანები გამონაკლისს.

თუ არ მოიყვანე ცოლი,
ან თუ ნახავ შესაბამისს,
არ აგცდება მაინც როლი
მონანულის, შესაბრალის.

25.07.2026

სოკრატეს ცნობილი აფორიზმები ცოლის მოყვანაზე ხუმრობითა და ფილოსოფიური ირონიით გამოირჩევა. მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამებია: „გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ“ და „ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი: თუ კარგი ცოლი შეგხვდება, გამონაკლისი გახდები, ხოლო თუ ცუდი — ფილოსოფოსი“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი