ვინც მიგანა...
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: პოეზია 18 აგვისტო, 2026 ვინც მიგანა... ვინც მიგანა, გაიმზადა ეშმაკური ილეთით ყველა ვირგლა არამზადამ ჯოჯოხეთის ბილეთი. არ ვიყავი გულბოროტი, ვექცეოდი სიკეთით, ბევრი თაფლი და კორკოტი, გავეც, ჩემთვის ვიკლებდი, სიკეთე ვერ დავანახე, მაგრამ ამას არ ვჩივი, დაიმკვიდრებს ღვთის სანახებს განა ეშმას არჩივი?! უმადურის, მაძებარის სარფის, უღვთო გაგების, მე ვარ ნივთი ნაძველარი უკვე გადასაგდები. შეიწყნარე ეს ვედრება: ღმერთო, აქ არ აჯავრო, განა რამე შეედრება უკანასკნელ სამსჯავროს?! 18 აგვისტო, 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი