შემოქმედი
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2026 შემოქმედი „მან შეგვქმნან ჩუენ და არა ჩუენ იგი...“ დავითის ფსალმუნებიდან (ფსალმუნი 99, მუხლი 3). „მან შეგვქმნან ჩუენ და არა ჩუენ იგი“, როდესაც ამას ივიწყებს კაცი, ქვეყნად ირღვევა წესი და რიგი და ღმერთი ხდება ჩვეულზე მკაცრი. მან დააწესა „სიცოცხლის წიგნი“, სამყაროშია საუნჯე რაც კი, რაში არგია მას, ვისაც შიგნით იგი ამოშლის საცერში გაცრით. 16 სექტემბერი, 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი