შემოდგომა


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2026

შემოდგომა 

გავცვდი, როგორც გაცვდება ნაჯაფარი სანდალი,
წუთისოფლის მორევში, ბედის აჯაფსანდალში,
შავბნელ ლაბირინთებში უგზო-უკვლო ტანტალით,
ყელში ამომივიდა ტარტაროზთა ტარტარი!

ფერი გადაუვიდა ოპტიმიზმის სათვალეს,
ყალბი ოქრო ყოფილა, ხალასად რაც ჩავთვალე,
ჯადოქრებმა გამჩხიბეს, ავსულებმა გამთვალეს,
ღმერთო არ მიმატოვო, მიხსენ, მომინადავლე!


14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა, 2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი