ბოლო ჟამი
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: პოეზია 22 ნოემბერი, 2026 ბოლო ჟამი 1. და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა (იოანეს გამოცხადება, თავი მეთექვსმეტე) ქვეყანა დალპა ამდენი სიბოროტით და სიობით, ვეღარ აიტანს თვალთმაქცებს თვით მოთმინება იობის, ზღვარი აქვს თავად უსაზღვრო არსის მოთმენის საწყაოს, ღვთის რისხვის შვიდ თასს დაგაღვრის, ეშმაკეულო საწყალო! 22 ნოემბერი, 2026 წ. სიობე - ობიანობა, ობმოკიდებულობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი