ფაეტონი


ლურჯად თოვა დაუწყია ჩემთან,
მეძახიან ონაგირას 
მთ ები.
დიდი გზაა-მაინც მოვალ შენთან,
შენს მხრებს 
მო ვე დები...

შენს კანს გა და ვა თოვ,
ჩემს სულს 
გამოვიწმენდ,
ო, რა ლამაზი ხარ დღესაც,
Ma belle muse, 
applaudissement.

მცვივა შენი თხელი ნაფოტები,
ისე მეჯახები 
აფროდიტე.
ვზივარ სიცივეში მთელი ღამე,
შენზე მთელი ღამე
გამოვიყე...

შენზე ნაკლებია ყველაფერი-
მთელი მატერია,
ძველღმერთები...
მე მაქვს ყველაფერი რომ იცოდე -
შენი ასაღები 
ქვემეხები.

ჩვენი ავიშენოთ
გემი.
-ცაში აიხედე "ნეფრიტ".
მე ვარ ფაეტონი 
შენი,
მოდი, მომაკითხე ეტლით.
...ზღვის ქაფს დახმარება სთხოვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ულამაზესია🤍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი