უდარდელა


არ მინახავს ტანი ასე სწორი,
ასე ალვის ადამს ევა ჰყავდეს.
არ მინახავს შენნაირი ცოლი- 
კაცს რომ ცოლი შენნაირი ყავდეს...
 
არ მინახავს უთხოვარის ხელი,
ხელი ასე ჩემს სახეს რომ ცვლიდეს
და გეფაროს მკერდზე ლურჯი წვერი,
ჭლე თითები ოქროს სხეულს ცრიდეს.

არ მინახავს ღვთაებრივი ომი,
ომი ასე მოკვდავებს რომ გვსჯიდეს...
არმინახავ შენს გარდა მე სწორი,
ასე მშვიდს და თანაბარს რომ მხდიდეს...

ასე ლურჯს და უშედეგოს ვგავდე,
ასე ძაან უდარდელა ვიყო...
შენი შავი ცელოფნები მკლავდეს
და შენ ჩემი მზესუმზირა იყო.

არ მინახავს ტანი ასე სწორი,
ტანი ასე ალვის ხეს რომ  გავდეს
არ მინახავს შენნაირი ცოლი- 
კაცს რომ ცოლი შენნაირი ყავდეს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი