იარეთ მარჯვნივ, მარხნივ მხოლოდ ..
იარეთ მარჯვნივ, მარხნივ მხოლოდ ჩემი გზებია, დღესაც უაზროდ არაფრისგან ვისვრი სტრიქონებს და რადგან დღემდე სიყვარული არ მღირსებია, ახლა ავდგები და ჩემითვე გამოვიგონებ გრძნობას, რომელსაც სიყვარულის დავარქმევ სახელს, ჩვენი შემყურე ვარსკვლავები ცაზე კრთებიან და რა ძნელია, როცა გიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ სიტყვები სწორედ ამ დროს იკარგებიან... იკარგებიან, სულ უთქმელად იკარგებიან, იკარგებიან ყოველ ღამით, ყოველ დილამდე... სიტყვების დედაც, თვალებია მოწმე ყველაფრის, ამ გამოგონილ სიყვარულით მინდა მიყვარდე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი