რატომ გეცინება?
რატომ გეცინება? შენი გადამკიდე გოგოვ! ავიკიდე გულის არითმია, რატომ იფიქრე და ან ვინ ჩაგაგონა, რომ მე შენი თავი სხვისთვის დამითმია? მე რაც ვერ განახე, მაგას დრო გიჩვენებს, ნახავ, ჩემს შავ ჩრდილში როგორ გაივლიან, თქმას ვერ შემკადრებენ, თავებს ჩაღუნავენ, მჭიდში არარსებულ ვაზნებს დაითვლიან... ისე როგორც ვატყობ შენ "პრინცს" ელოდები, მე კი რეალობა მაგი არ მგონია, აზრი მრავილია, ერთი - განაჩენი, თურმე სიყვარული არც შენ არ გცოდნია. დრო კი კვლავაც გარბის,მას ვინ გააჩერებს, ვეღარ დააბრკოლებს ჩემს გზას "ეს ენები". რით ვერ გაიგეთ, რომ ამ ჩვენს ისტორიას ჩვენ ვწერთ, რაის გმირნი ანდაც მეფეები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი